დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა
დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა
1. შპს „უნი მოტორსი“-ს პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პირობები:
1.1. შპს „უნი მოტორსი“ პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას პროდუქტის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დააბრუნოთ უკან ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი იმ შემთხვებაში თუ ის არ შეესაბამება, შეკვეთაში მითითებულ პროდუქციას ან/და არის აშკარად ნაკლის მქონე.
2. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის წესი:
2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია შპს „უნი მოტორსი“ ის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ.
2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი.
2.3. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებისთანავე შემოწმებით აღმოჩენილი აშკარა ნაკლის არსებობის შემთხვევაში კურიერისათვის შეკვეთილი პროდუქტის უკან გადაცემის მეშვეობით.
2.4. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლის (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია შპს „უნი მოტორსი“ საკუთარი კურიერისა და ტრანსპორტის მეშვეობით, კურიერისათვის შეკვეთილ პროდუქციაზე წინამდებარე შეთანხმების 1.1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლიანი მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში.
2.5. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველმა კურიერს უნდა წარუდგინოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,
2.6. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
2.6.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას.
2.6.2. პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი.
2.6.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.
2.6.4. მიწოდების შეთანხმებული დრო მნიშვნელოვნად დაირღვა შპს „უნი მოტორსი“ ს მხრიდან.
2.7 პროდუქტის შეცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია, თუ:
2.7.1 პროდუქტის შეფუთვა დაუზიანებელია, მყიდველის მიერ.
2.7.2 პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას.
2.7.3 პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი.
2.7.4 პროდუქტი მნიშვნელოვნად დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.
3. ანაზღაურების წესი:
3.1. კომპანია შპს „უნი მოტორსი“ მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:
3.1.1. 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის შეფუთვა დაუზიანებელია მყიდველის მხრიდან და თან აქვს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.1.2. 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას ან პროდუქტი მნიშვნელოვნად დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და მყიდველს აქვს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.1.3. 90-100%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შეფუთვა მყიდველის მიერ დაზიანებულია და პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას ან პროდუქტი მნიშვნელოვნად დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და მყიდველს აქვს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.2. მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, როდესაც პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას ან პროდუქტი მნიშვნელოვნად დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და მყიდველს აქვს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შპს „უნი მოტორსი“ უცვლის მას მყიდველთან წინასწარ შეთანხმებულ დროში.
3.3. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
3.4. შპს „უნი მოტორსი“ მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე პოლიტიკით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, გარდა 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.5. წინამდებარე პოლიტიკის 3.1.1. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელს პროდუქტის ღირებულება დაუბრუნდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
4. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:
4.1. კომპანია , შპს „უნი მოტორსი“ მყიდველის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას.
- პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი.
- პროდუქტი მნიშვნელოვნად დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.
- მიწოდების შეთანხმებული დრო მნიშვნელოვნად დაირღვა შპს „უნი მოტორსი“ მხრიდან.
4.2. ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მყიდველი.
- პროდუქციის დაბრუნება/შეცვლის პროცედურა:
5.1. მყიდველის მიერ წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული სათანადო დასაბუთებით პროდუქციის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მყიდველის მხრიდან, შემთხვევის დაფიქსირება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს მიეცემა დასტური პროდუქტის წამოღებაზე.
5.2. მყიდველის მიერ წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული სათანადო დასაბუთებით პროდუქციის შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მყიდველის მხრიდან, შემთხვევის დაფიქსირება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს მიეცემა დასტური პროდუქტის შეცვლის შესახებ. დაბრუნებული პროდუქტის შეცვლა მოხდება შპს „უნი მოტორსი“ და მყიდველს შორის წინასწარ შეთანხმებულ ვადაში.