წესები და პირობები
წესები და პირობები
შესავალი
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს - DS AGRO“-ს (შემდგომში შპს DS AGRO) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ dezo.ge ვებ-გვერდის გამოყენებას. dezo.ge _-ს ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის dezo.ge ის (გამყიდველისა) და მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც dezo.ge -ს პლატფორმა.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც dezo.ge თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
dezo.ge -ს გამოყენების შესახებ წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით dezo.ge -ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
dezo.ge -ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით dezo.ge -ს პროდუქტის დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკას.
dezo.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით dezo.ge -ს მიწოდების პოლიტიკას.
ვინაიდან მომხმარებელს აქვთ სურვილი, გახსნან dezo.ge -ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე პირადი ანგარიში რათა, შესაბამისად, მომხმარებელმა პლატფორმის მეშვეობით შეიძინოს, ხოლო გამყიდველმა მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, შპს dezo.ge (გამყიდველი) და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, dezo.ge-ს მიერ მის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის გაყიდვა და მომხმარებელისთვის მიწოდება, მომხმარებელის მიერ საფასურის გადახდა, ასევე ანგარიშის დახურვა.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს dezo.ge-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. dezo.ge-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
- ტერმინთა განმარტება
1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1.1. ანგარიში - ნიშნავს მომხმარებელის ან შპს DS AGRO მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს.
1.1.2. ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას.
1.1.3. გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელისა და გამყიდველის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე.
1.1.4. ვებ-გვერდი - ნიშნავს dezo.ge-ს რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება.
1.1.5. მომხმარებელი (მყიდველი) - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს dezo.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს სადეზინფექციო პროდუქცია.
1.1.6. dezo.ge- ნიშნავს შპს DS AGRO -ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს შპს შპს DS AGRO -ს (ს/კშპს DS AGRO
404989401), რეგისტრირებული მისამართი: ქ.თბილისი :თბილისი, ფანასკერტელის ქ. 1
.
1.1.7. მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს dezo.ge-ს პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებელს.
1.1.8. მხარეები - ნიშნავს dezo.ge-ს და მის მომხმარებლებს.
1.1.9. dezo.ge-ს პლატფორმა - შპს DS AGRO -ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შპს DS AGRO -ს ვებ-გვერდს.
1.1.10. ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
1.1.11. უნივერსალური იდენტიფიკატორები - dezo.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს dezo.ge-ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით.
1.1.12. წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც dezo.ge-მ შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს ან/და გამყიდველს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;
1.1.13. ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და dezo.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
1.2. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
2.განცხადებები და გარანტიები
2.წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
2.1. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2.2. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები.
2.3. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.
2.4. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).
2.5. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
2.6. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული dezo.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ dezo.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული.
2.7. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს.
2.8. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, dezo.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
2.9. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს dezo.ge-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.
2.10. dezo.ge-ს ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია dezo.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
2.11. მომხმარებელსა და შპს DS AGRO -ს შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისას იდება ხელშეკრულება (შემდგომში „ნასყიდობის ხელშეკრულება“), რომლის პირობები დამატებით მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს.
2.12. მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
2.12.1 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას.
2.12.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში.
3.მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
3.1. მომხმარებელის მომსახურებებით სარგებლობის წესი:
3.1.1. შპს DS AGRO-ს მომსახურებით მომხმარებელის მიერ სარგებლობისათვის:
- მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე dezo.ge
- რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს ან ელ.ფოსტას და შეყავს ერთჯერადი 4 ციფრიანი კოდი, რომელიც ეგზავნება მომხმარებელს რეგისტრაციისას მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელ. ფოსტის მისამართზე. შემდგომში უთითებს თავის სასურველ პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა.
- რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება dezo.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების წესებს და პირობებს.
- რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით.
- ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.
· თუ მომხმარებელს უჩნდება დამატებითი კითხვა dezo.ge-ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება dezo.ge-ს ოპერატორთა ჯგუფს ტელეფონის ნომერზე : 577 35 71 71
· ან ელ.ფოსტაზე: covidfreehome@gmail.com
3.1.2. dezo.ge-ს მომსახურებით სარგებლობისთვის:
3.2. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
3.3. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. შპს DS AGRO სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
3.4. მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს dezo.ge-ს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
3.5. პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას dezo.ge-ს ინტერესები და აუნაზღაუროს dezo.ge-ს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად.
3.6. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. dezo.ge არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. dezo.ge უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
4.იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
4.1. მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია.
4.2. პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, dezo.ge-ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ.
4.3. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.4. მომხმარებლის პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი.
4.5. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.
4.6. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის შპს DS AGRO შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.
5.ავტორიზაცია
5.1. ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
5.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
6. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება, ყიდვა, მიღება და ტრანზაქციის გაუქმების პირობები
6.1. ავტორიზაციის მომხმარებელი ვებ-გვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
6.2. ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
6.3. მომხმარებელი „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
6.4. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
6.5. მომხმარებელი dezo.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
6.6. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნების უფლებით, თანდართული დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკის შესაბამისად.
6.7. მომხმარებლის მიერ dezo.ge-ს პლატფორმის საშუალებით არჩეული პროდუქტი შეძენილად ითვლება და მომხმარებელს პროდუქტზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ პირს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მიტანის ადგილას ჩაბარდება.
6.8. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმება.
6.9. თუ კომპანია გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის გაუქმებამდე.
7. dezo.ge-სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება
7.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
7.2. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის შპს DS AGRO.
7.3. საკრედიტო ბარათით გადახდის განხორციელებისას dezo.ge-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასური ემატება პროდუქტის ღირებულებას.
7.4. შპს DS AGRO მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს ტექნიკური სპეციალისტთა გუნდის მეშვეობთ.
7.5. მომხმარებელი dezo.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:
- VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე dezo.ge
- ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან.
8.პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
8.1. dezo.ge უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.
8.2. იმ შემთხვევაში, თუ dezo.ge 8.1 მუხლით განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.
8.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს dezo.ge პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
9 dezo.ge -ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
9.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა dezo.ge ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
9.2 შპს DS AGRO უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
9.3 შპს DS AGRO არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის.
9.4 შპს DS AGRO არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. შპს DS AGRO არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებ-გვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.
9.5 თქვენ ადასტურებთ, რომ შპს DS AGRO არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
9.6 თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს DS AGRO ვებ-გვერდი არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
9.7.1 შპს DS AGRO არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, რომელიც გამოიწვია ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება.
9.8. შპს DS AGRO პასუხისმგებელია:
9.8.1. მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.8.2. პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
9.9 შპს DS AGRO არ აგებს პასუხს:
9.9.1. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
9.10. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით.
10.ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
10.1. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
10.2. მომხმარებელის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას, პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად dezo.ge-სთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების შეწყვეტას.
11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
11.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
11.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.
11.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.
12.წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
12.1. წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება dezo.ge-ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა dezo.ge-ს ნებისმიერი არხით სარგებლობისას.
13.ერთიანი ხელშეკრულება
13.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
14.კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
14.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე - dezo.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
15.ნივთის შეძენა და მიღების წესი
15.1. მომხმარებელი dezo.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
15.2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
- თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად.
- მომხმარებელის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
15.3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან dezo.ge ს უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა dezo.ge მ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
15.4. წინამდებარე პუნქტში აღწერილი წესი მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით (ბარათით) შეძენილი პროდუქტის მიმართ.
15.5. მომხმარებელის მიერ პროდუქტის ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ჩაბარება dezo.ge-ს მიერ ხდება მხოლოდ მომხმარებელზე ან მომხმარებელის მიერ მითითებულ სრულწლოვან პირზე წინამდებარე წესების გათვალისწინებით.
15.6 dezo.ge უფლებას იტოვოს ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთა.
16. დაბრუნების პოლიტიკა
16.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ dezo.ge დაბრუნების პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე - dezo.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით დაბრუნების პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
17. გარდამავალი დებულებები
17.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.
17.2. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია dezo.ge-ს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც dezo.ge-ს მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
17.3. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.
17.4. dezo.ge უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს dezo.ge-ს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, dezo.ge-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
17.5. მომხმარებელი, dezo.ge-სთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
17.6. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია შპს DS AGRO ის იურიდიული მისამართი.
17.7. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.